Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების საარქივო ჩანაწერების საფუძველზე გამოვიდა წიგნი „რუსეთის მძიმე დროება“


მოსკოვის გამოცემა „ასტ“-ემ და რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მოამზადეს და გამოსცეს კრებული „რუსეთის მძიმე დროება“, რომელიც 1917 წლის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის მომსწრე რუსი ემიგრანტების მოგონებებს ეფუძნება.

ეს მოგონებები რუსეთის ავბედითი მოვლენების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, 1960-იან წლებში მაგნიტოფონზე ჩაიწერეს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომლებმა, მაგრამ იმხანად ეთერში მხოლოდ ჩანაწერების მცირე ნაწილი გავიდა.


საუბრების სრული ვარიანტი ნახევარი საუკუნის წინ ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის არქივში გაიგზავნა, საიდანაც ეს მასალა გაუჩინარდა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომელმა, ივან ტოლსტოიმ, მრავალწლიანი ძიების შემდეგ ძველი მაგნიტოფონის ჩანაწერებს კერძო არქივში მიაგნო.

ამ ჩანაწერებიდან ზემოხსენებულ კრებულში შევიდა ისტორიული საუბრების მცირე ნაწილი; კერძოდ, მხატვარ იური ანენკოვის, პოეტ გიორგი ადამოვიჩის, არტისტ ეკატერინა როშჩინა-ინსაროვას, დამფუნებელი კრების მდივნის მარკ ვიშნიაკის, მფრინავ ბორის სერგიევსკის, ასევე პიოტრ სტოლიპინის და ალექსანდრ კერენსკის შვილების და სხვათა მემუარები.

XS
SM
MD
LG