თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე დაახლოებით 22 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა 15 სექტემბერს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
განახლება: გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ასაკის დაზუსტების შემდეგ მასალა განახლდა.