Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტვილის მუნიციპალიტეტში დაიწვა ხის გადამამუშავებელი საამქრო


ხის გადამამუშავებელი საამქრო თითქმის სრულად დაიწვა მარტვილის სოფელ ტალერში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. მან აღნიშნა, რომ ამას სპეციალური კომისია მოგვიანებით დაადგენს.

მეერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დროულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ხის საამქროში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მისი ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა.

„მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანძარმა სწრაფად მოიცვა დიდი ტერიტორია და თითქმის მთლიანად დაიწვა [საამქრო]“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მეხანძრე-მაშველები ადგილზე რჩებიან. ამ დროისთვის უცნობია ზარალის ოდენობაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG