Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წყვეტს თანამშრომლობას ავაღანეთთან ძალაუფლებაში თალიბების დაბრუნების გამო


საერთაშორისო სავალუტო ფონდი იძულებულია შეწყვიტოს თანამშრომლობა ავღანეთთან ხელისუფლებაში თალიბების რეჟიმის დაბრუნების გამო, - განაცხადა 16 სექტემბერს ვაშინგტონში, ფონდის წარმომადგენელმა ჯერი რაისმა, რომელმაც დასძინა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი შეშფოთებულია ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის მოახლოებით.


„გასული თვითდან ავღანეთს აღარ აქვს დაშვება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსებთან, ვეღარ სარგებლობს სესხის სპეციალური უფლებით და სხვა“, - აღნიშნა რაისმა.

ამასთან ავღანეთში მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

დასავლეთის ქვეყნები არ ჩქარობენ თალიბანის წევრებით დაკომპლექტებული ხელისუფლების კანონიერად აღიარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG