Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

თბილისის პროკურატურაში ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამომძიებლის შეკითხვებისთვის პასუხის გასაცემად მზად არის პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. როგორც მან თქვა, თავად მოითხოვა პროკურატურისგან გამოკითხვა.

„მე ღიად მოვუწოდე პროკურატურას, რომ ყოფილიყო ჩემი დაკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან დამედასტურებინა ჩემი საუბარი სასულიერო პირებთან, რომელიც ამ უკანონო, ათასობით ფაილით გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის კანონის უხეში დარღვევა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

პოლიტიკოსი სრულად გმობს ფაქტს, რომ უსმენენ პატრიარქს, აღსარების საიდუმლოებას, სასულიერო პირებს და ეკლესიას. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას და ჩანაწერების ავთენტურობის შემთვევაში, მოითხოვს პრემიერისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ გამოძიებული იქნებოდა ძალიან სწრაფად და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ამ ყველაფრის მეთაური, ანუ პრემიერ-მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი, გადადგებოდა“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ კატეგორიულად გმობს ფაილების „ასე საჯაროდ ტრიალს“, რადგან, მისი შეფასებით, ეს იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას.

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტიკურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

XS
SM
MD
LG