დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ მესამე პირს წაუყენეს ბრალდებები მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ბრიტანეთში მცხოვრები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 2018 წელს მოწამლეს რუსული წარმოების ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“.
სკოტლანდ იარდმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვება სერგეი ფედოტოვის სახელით ცნობილი პირის წინააღმდეგ, რათა მის მიმართ საქმე აღიძრას მკვლელობის მიზნით შეთქმულების, მკვლელობის მცდელობის, ქიმიური იარაღის ფლობისა და გამოყენების, ასევე მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდებებით.
მამა-შვილი სკრიპალები 2018 წელს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში იპოვეს გონდაკარგულები და მათი გადარჩენა შეძლეს. თავდასხმის განხორციელებაში ბრიტანეთმა უკვე დაადანაშაულა გრუ-ს ორი ოფიცერი, რომლებიც ბრიტანეთში ჩავიდნენ რუსლან ბოშიროვისა და ალექსადრ პეტროვის სახლებით. საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა მოგვიანებით დაადგინა, რომ ისინი არიან გრუ-ს ოფიცრები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი.