Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ყაველაშვილი: ენმ-ს ჩვენთვის კარგი თავმჯდომარე ჰყავს, ამაზე უკეთესი არ გვინდა, ჰყავდეს


"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ ყაველაშვილი თანაპარტიელების მსგავსად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ქმედებები შეაფასა.

"უზრდელი ადამიანი პირდაპირ მიეჭრა ევროკავშირის ოფისთან და დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება... ეს ადამიანი არის შოუმენი, სპეციალურად დგამს შოუებს... მშვენიერი თავმჯდომარე ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთვის, ამაზე უკეთესი და ჭკვიანი, ნამდვილად არ გვინდა, რომ ჰყავდეს", - თქვა ყაველაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა.

გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები გაიმართა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG