Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის ევროპად გრძნობდა თავს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე თქვა, რომ საქართველო ყოველთვის ევროპად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა.

„სრულყოფილი ფრანგობის მიუხედავად, ემიგრაციის ქართველებს არ დავიწყებიათ და არ მიუტოვებიათ საქართველო. ეს არის პრინცი ამილახვარის მსხვერპლის მთავარი არსი. ბრძოლა იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაენახა საქართველო, რომელიც გაიზიარებდა ბედს, რომელიც 1945 წელს ერგო საფრანგეთს, როდესაც გახდა თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საფრანგეთში. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს სიკვდილის შემდეგ მიანიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ზურაბიშვილმა პარიზში დააჯილდოვა ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები. მათ შორის, მან ბრწყინვალების ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG