Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 40 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 40 პაციენტი. ლეტალობის საერთო მაჩვენებელი 1.46%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 216 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2185 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 2010-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

როგორც წესი, შაბათ-კვირის შემდეგ ტესტირების მაჩვენებელი იმატებს და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ამას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „სამშაბათის სინდრომს“ უწოდებენ.

კვირას, 26 სექტემბერს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც შაბათს ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავდა, 20 798 ტესტირებული პირიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 1132-ს, ხოლო კვირას გაკეთებული 13 277 ტესტიდან, დადებითი პასუხი მიიღო 663-მა და ეს სტატისტიკა ორშაბათს, 27 სექტემბერს დილით გამოქვეყნდა.

28 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7%;
  • ბოლო 7 დღის - 5.96%;
  • ბოლო 14 დღის - 6.32%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 609 340 შემთხვევა. მათგან 580 891 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8884 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG