Accessibility links

site logo site logo

გიორგი თარგამაძე: "ქართული ოცნების" მიმართ ჩვენი პასუხია ჩვენ თქვენი არ გვეშინია


ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ მათი დამფუძნებლის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებით ხელისუფლებას ჟურნალისტების შეშინება და არხის გაჩერება სურს. არხი სასამართლო დავის დაწყებას ამ არხის დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვებსა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ჩატარებას უკავშირებს.

"ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჰქონდათ დამფუძნებლებს თუ აქ მომუშავე ჟურნალისტებს, იყო და რჩება ქვეყანაში პოლარიზების შემცირება. დღევანდელ გამოწვევაზე ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი "ქართული ოცნების" მთავრობისადმი არის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია, რადგან სასწორზე დევს უფრო მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ თაობის ჟურნალისტებისათვის, რომელმაც ბევრი რამ გადავიტანეთ.

რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი აქ მომუშავე ჟურნალისტების დასაშინებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამფუძნებლის მიმართ, რომ ხელი აიღოს კრიტიკული მედიის დაფინანსებაზე. ამ ადამიანისგანაც თქვენ გაქვთ მკაფიო პასუხი, რისთვისაც აქ მომუშავე ჟურნალისტები მადლობლები ვართ, არამარტო იმისთვის, რომ დამფუძნებელი თავისი ტელევიზიის გვერდით დგას, არამედ იმის გამო, რომ არსებობს საქართველოში არსებობს რესურსები, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა ქვეყანაში ჩამოყალიბებულ მონოპოლიებს", - თქვა გიორგი თარგამაძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამავე უწყების ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ნინუას სასამართლოში უჩივის. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოთხოვნა "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა".

7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.

კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.

კეზერაშვილი გეგმავს მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG