Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური


ნიკა მელია
ნიკა მელია

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან ამომრჩეველს აქტიურობისა და გვერდიტ დგომისთვის მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

„ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო დედაქალაქი. პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი თბილისი წააგო. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური, ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული უმრავლესობით. ვნახეთ და ვიხილეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, სადაც, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური. თბილისში, როგორც საკრებულო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში იქნება ოპოზიციური კოალიცია. ახლა მთავარი არის ერთადერთი რამ, თითოეული ხმა დავიცვათ, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა მანიპულაციებისა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. ეს მონაცემები 18:00 საათის მდგომარეობას ასახავს.

კვლევის მიხედვით, მეორე ტური მეორობის ორ კანდიდატს შორის - კახა კალაძესა ("ქართული ოცნება") და ნიკა მელიას ("ნაციონალური მოძრაობა") შორის იმართება.

  • კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 43%;
  • ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 39%;
  • გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 7%;
  • ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 4%;
  • ანა ბიბილაშვილი (ლელო) - 2%;
  • გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 1%.

არჩევნებში გასამარჯვებლად 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. მეორე ტური დანიშვნის შემთხვევაში, ერთ თვეში გაიმართება.

კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, თბილისში ჩატარებული არჩევნების ეგზითპოლების შედეგები ასეთია:

  • კახა კალაძე - 51.3%;
  • ნიკა მელია - 34.6;
  • გიორგი გახარია - 5.6%;
  • ანა დოლიძე - 3.1%;
  • ანა ბიბილაშვილი - 2%;
  • თამარ კეკელიძე - 0.2%;
  • გიორგი ლომია - 1%;
  • რიჩარ ობუნუზუ - 0.6;
  • სხვა კანდიდატი - 1.6%.

გორბის ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარობდა. გამოკითხული რესპოდენტები შერჩეულნი იყვნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. სულ გამოიკითხა 11 000 ამომრჩეველი. შედეგების ცდლომილება 95%-იანი სანდოობით ვარირებს, +/-3.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ”IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის, ნიკა მელია ლიდერობით, მეორე ტურის საჭიროება გამოიკვეთა. თბილისში ხმები ასე გადანაწილდა:

  • ნიკა მელია - 40,8 %
  • კახა კალაძე - 40,2 %
  • გიორგი გახარია - 8,7 %
  • ანა დოლიძე - 3,5 %
  • ანა ბიბილაშვილი - 2,6%

ეს მონაცემები 17:00 საათის მონაცემებითაა.

XS
SM
MD
LG