Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Edison Research-ის კვლევით, "ქართული ოცნება" 43%-ზე მეტს აგროვებს - 18 საათის მონაცემები


ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, "ქართული ოცნება" 43 პროცენტზე მეტს აგროვებს. ეს მონაცემები 18:00 საათის მდგომარეობას ასახავს.

კვლევის მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება - 46%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33%;
  • გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 6%;
  • ლელო - 2%;
  • ევროპული საქართველო - 2%;
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%;
  • მესამე ძალა - 1%;
  • ხალხისთვის - 1%;
  • ლეიბორიუსტული პარტია - 1%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 1%;
  • მოქალაქეები - 1.

კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%. კვლევის სხვა დეტალები იხილეთ "ფორმულაზე".

XS
SM
MD
LG