Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდის 17-ე უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა


ზუგდიდის 17-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, თორნიკე გელენავას გადაწყვეტილებით, 17-ე უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა. ყუთი დაილუქა და შემდეგი განხილვის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიტანეს.

უბნის კომისიის თავმჯდომარემ გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილება პარტია "საქართველოსთვის" დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. კესო წულაია, გიორგი გახარიას პარტიის დამვკირვებელი მედიასთან ხსნის, რომ გადასატანი ყუთის სიაში იმაზე მეტი ადამიანის ბიულეტენი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. კერძოდ, გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის 37 ადამიანი იყო რეგისტრირებული, მათგან 6-თან ყუთი არ მისულა და უკან, საარჩევნო უბანზე დასრულებისას ყუთში მაინც 37 ბიულეტენი იყო.

"ეს არის 6 ხმა რომელიც ჩვენ ზუსტად ვიცით და კიდევ დასადგენია იყო თუ არა სხვა ასეთი შემთხვევები”,-განაცხადა კესო წულაიამ ჟურნალისტებთან.

გადასატან ყუთთან და სპეციალურ სიებთან დაკავშირებულ გაუგებრობებს და დარღვევებს მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, მათ შორის, ზუგდიდსა და ქუთაისშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG