Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლის ცნობით, მარნეულში ბიულეტენებს ნაგავში ყრიან


„ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლის ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს აზიანებენ მარნეულის 22-ე ოლქის #65 უბანში და ნაგავში ყრიან.

როგორც ქობესაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გადაყრილი ბიულეტენების ნაწილი ამოიღო. „დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველა მათგანის პოვნა შევძელი", - ამბობს ის.

ქობესაშვილმა „ფეისბუკის" შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22-ე ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტენი".

ეკა ქობესაშვილმა გვითხრა, რომ ამ წუთებში წერს საჩივარს, რომელშიც აღნიშნულ დარღვევასთან ერთად, სხვებიც არის შესული.

ადგილბრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG