Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე: "ვადამდელი არჩევნების საკითხი არ მოხსნილა დღის წესრიგიდან"


ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, მისი პარტიის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საკითხი, რადგან, მისივე თქმით, „არანაირი 46% „ქართულ ოცნებას“ არ აუღია, როგორც ამას ეგზიტპოლები აჩვენებენ“.

„არანაირი 46% არ აუღია, თუნდაც ერთმანეთს დაემთხვეს ცესკოსა და ეგზიტპოლების მონაცემები. არ აუღია იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო უარესი შარშანდელზე, რომლის შედეგები კითხვის ქვეშ დავაყენეთ. შარშანდელი არჩევნები ისეთი ცუდი იყო, რომ მას მოჰყვა ბოიკოტი და ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი, სადაც მოხდა შეთანხმება. ამ შეთანხმების მთელი შინაარსი ის იყო, რომ მთელი ქვეყანა უნდა მომზადებულიყო 2021 არჩევნებისთვის და, რომ ამ დროისათვის უნდა გვქონოდა უკეთესი საარჩევნო სისტემა,უკეთესი საარჩევნო გარემო და უკეთესი მართლმსაჯულება, რომ არჩევნების შედეგები აღარ დამდგარიყო კითხვის ქვეშ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის თქმითაც, 2 ოქტომბრის არჩევნებზე კვლავ ჰქონდა ადგილი დაშინებას, მოსყიდვას და საარჩევნო პროცესების სუს-ის მიერ მართვას.

„ეს ყველაფერი განმეორდა ამ არჩევნებზეც, განმეოერდა ძალადობის უფრო მძიმე ფაქტებით, ვიდრე შარშანდელ არჩევნებზე. რეგიონებში ასეთი შეშინებული ხალხი შარშან არ ყოფილა. ფიზიკურად არ მეკარებოდნენ ადამიანები, რომ დამლაპარაკებოდნენ“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით „ქართული ოცნება“ მიიღოს ხმების 46%; ენმ-მ - 33%; გახარიას "საქართველოსათვის“ - 6%

ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით“, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის 2 ოქტომბერის ადგილობვრიი თვითმმართველობსი არჩევნებში ვერ მიიღებს 43%-ზე მეტ მხარდაჭერას, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტიო არჩევნები.

XS
SM
MD
LG