საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ანი წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის #88, #63, #66, #40 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საოლქო კომიიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ბრძანებით, ხელს არ აწერენ შემაჯამებელ ოქმებს. როგორც წითლიძე აღნიშნავს, ამ უბნებში ოპოზიცია ლიდერობს.
წითლიძე მესხის ქმედებას აფასებს სისხლის სამართლის დანაშაულად. მან პოლიცია გამოიძახა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
თავად მირანდა მესხი წითლიძის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
ანა წითლიძე საოლქო კომისიის შენობასთან რჩება და ზუგდიდის ოლქის ყველა შემაჯამებელი ოქმის მისთვის გადაცემამდე, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.
ადგილბრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.