Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წელს რუსეთის სამხედრო დანახარჯი ეკონომიკაზე გამოყოფილ თანხებზე მეტი იქნება


2020 წელს რუსეთის ბიუჯეტიდან თავდაცვის დაფინასებაზე უფრო მეტი თანხები დაიხარჯება, ვიდრე ნაციონალურ ეკონომიკაზე, როგორც ეს პანდემიამდე იყო. უახლეს სამ წელიწადზე გათვლილი შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი სახელმწიფო დუმაში რუსეთის მთავრობამ შეიტანა.

მოსალოდნელია, რომ 2022 წელს რუსეთის თავდაცვაზე დაიხარჯება 3,5 ტრილიონი რუსული რუბლი, რაც საერთო ბიუჯეტის 15%-ს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროზე მომავალ წელს სამ ტრილიონ რუბლზე უფრო ნაკლები თანხა, რუბლი დაიხარჯება.

რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ყველაზე ხარჯვითი მუხლი უწინდებურად იქნება სოციალური პოლიტიკა. 2022 წელს რუსეთის ხელისუფლება სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე 5 ტრილიონ რუბლზე მეტს დაიხარჯავს.

XS
SM
MD
LG