Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ბრუნდებიან


დღეიდან, 4 ოქტომბრიდან საქართველოს სკოლები და უმაღლესი და პროფესიული სასაწავლებლები არადისტანციურ, დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდნენ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. დღეიდან მუშაობა განაახლეს საბავშვო ბაღებმა და ბავშვთა გასართობმა ცენტრებმაც.

სკოლებში დამცავი ნიღბების გამოყენება სავალდებულო გახდა არა მხოლოდ პედაგოგების, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და უფროსკლასელებისთვის, არამედ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოსკრინინგის აპარატებით და დეზობარიერებით.

ამასთან, სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ისევ აქვთ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში მოითხოვონ დისტანციური სწავლება.

გაკვეთილების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობა აქვთ რისკჯგუფში მყოფ პედაგოგებსაც.

უნივერსიტეტებს და პროფესიულ კოლეჯებს ასევე, აქვთ უფლება დისტანციურიდან დასწრებულ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ.

საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო და გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, დისტანციური ფორმატით მიმდინარეობდა. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 4 ოქტომბრიდან დასწრებული სწავლების აღდგენის გადაწყვეტილება 28 სექტემბერს მიიღო, ეპიდსიტუაციის შედარებით გაუმჯობესების საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG