Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2021 წლის ნობელის პრემია მედიცინაში მიენიჭათ ამერიკელ მკვლევრებს სითბური და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის


მედიცინასა და ფიზიოლოგიაში 2021 წელს ნობელის პრემიის ლაურეატები დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი.
მედიცინასა და ფიზიოლოგიაში 2021 წელს ნობელის პრემიის ლაურეატები დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი.

4 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ მედიცინასა და ფიზიოლოგიაში 2021 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელ მკვლევრებს, დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს.

ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ნობელის კომიტეტმა.

პრემია მათ მიენიჭათ „სითბური და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის“.

რევოლუციური აღმოჩენა არხებისა გვიჩვენებს, რომ სითბომ, სიცივემ და მექანიკურმა ძალამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული იმპულსები, რომლებიც იწვევს სიგნალებს ნერვულ სისტემაში და ადამიანს საშუალებას აძლევს, აღიქვას გარე სამყარო და მოერგოს მას.

მომდევნო დღეებში გამოცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურასა და ასევე მშვიდობის დარგში. ბოლოს, 11 ოქტომბერს, ცნობილი გახდება ეკონომიკაში ნობელის პრემიის მფლობელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG