Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდა


ლიზა იასკო
ლიზა იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა ლიზა იასკომ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„საქართველო თავს ბედნიერად უნდა თვლიდეს, ვინაიდან არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რომელიც თავისი ხალხის გამო ძალიან ბევრ რამეზეა წამსვლელი, ამას დიდი ფასი აქვს. მე მისით ძალიან ვამაყობ, ადამიანით, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს დიდი ბრძოლაა, რომლის მოგებაც თქვენ გჭირდებათ თქვენი მომავლისთვის. ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს. ის, ახლა პოლიტპატიმარია და არ შეიძლება, ამასთან შეგუება. ძალიან ცუდია, რაც შეემთხვა თქვენს პრეზიდენტს და ამის სჭირდება ბრძოლა. ეს უნდა გადაწყვიტოს, ქართველმა ხალხმა", - თქვა ლიზა იასკომ.

ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს. იასკო უკრაინის რადის დეპუტატია მმართველი პარტიიდან. სააკაშვილის დაკავების შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთად გადაღებული ვიდეო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ის და ლიზა ერთად იყვნენ, ახალი ოჯახის შექმნა დაიწყეს და სურდათ ამის შესახებ საზოგადოებასაც გაეგო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG