Accessibility links

site logo site logo

სენატორი შაჰინი: თუ საქართველო დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, ამას ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე, დემოკრატი ჯინ შაჰინი აცხადებს, საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის.

„მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო“, - თქვა სენატორმა შაჰინმა საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ „ამერიკის ხმის“ შეკითხვის საპასუხოდ.

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება:

„მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG