Accessibility links

site logo site logo

სანდრა რულოვსი: პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო


სანდრა რულოვსი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე, უერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სანდრა რულოვსი ასევე ეხმაურება ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ახალი ოჯახის შესახებ და ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო 1 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

"ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ", - წერს ყოფილი პირველი ლედი.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს სამართალდამცველებმა. ის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც გუშინ, 5 ოქტომბერს მოინახულა უკრაინის რადის დეპუტატმა, ლიზა იასკომ, რომელიც 1 ოქტომბერსვე ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ახალი პარტნიორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG