გიგა ლემონჯავა - "ამ საჩივრების განხილვა გადაწყვეტს - გააგრძელებს თუ არა "ქართული ოცნება" თბილისის მართვას"
"ეს არ არის არჩევნები. ეს არის რაღაც სახის შეჯიბრებითობა პარტიებს, კანდიდატებს შორის წესების გარეშე. ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვასთან", - აცხადებს გიგა ლემონჯავა, "დროა"-ს წევრი. წინასწარი შედეგებით, პარტიას საკრებულოში მოსახვედრად 0.3% აკლდება.