Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კვლავ განაგრძობს ზრდას


6 ოქტომბერს ევროპაში ბირჟებზე ბუნებრივი აირის საბაზრო ფასი კვლავ მკვეთად გაიზარდა და 1000 კუბური მეტრის ფასი ლონდონის ICE-ს ბირჟაზე 1700 დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორულ მაქიმუმს შეადგენს.

ბუნებრივ აირზე ფასის მატება ევროკომისიამ ენერგორესურსებზე მოთხოვნილების ზრდით ახსნა. უწყების აზრით, ბოლო 25 წლის განმავლობაში მან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.


ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა: საფრანგეთმა, ესპანეთმა, ჩეხეთმა, საბერძნეთმა და რუმინეთმა ევროკომისიას მოუწოდეს, რომ გამოიძიოს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასის რეკორდულად გაზრდის მიზეზი.

ამ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები გამოვიდნენ წინადადებით, რომ შეიქმნას ევროკავშირის საერთო ინსტრუმენტი, რომლითაც ენერგორესურზებზე ფასების მკვეთრ ზრდაზე რაეგირება მოხდება.

XS
SM
MD
LG