Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 136 კაცი დააპატიმრეს ზელცერისა და კა-გე-ბეს თანამშრომლის სიკვდილის შესახებ კომენტარების გამო


ანდრეი ზელცერი
ანდრეი ზელცერი

მინსკელი ანდრეი ზელცერისა და ქვეყნის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლის სიკვდილის თაობაზე გავრცელებული კომენტარებისთვის საგამოძიებო კომიტეტმა 136 ადამიანი დააპატიმრა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველი ორგანო აგრძელებს მუშაობას „მსგავსი ხასიათის დანაშაულის“ და მასთან დაკავიშრებული პორების გამოვლენის მიზნით. მანამდე ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „დაადგინა“ 200 ადამიანი, რომლებმაც „შეურაცხმყოფელი კომენტარები“ დატოვეს გახმაურებული მკვლელობის შესახებ.

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების ერთი წარმომადგენელი და ერთი მოქალაქე დაიღუპა 29 სექტემბერს მინსკში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბელარუსის KGB-ს თანაშრომლების მიერ მოწყობილი რეიდის დროს.

ბელარუსში ბოლო დღეებში დააკავეს ათობით პირი სახელწიფო მოხელის შეურაცხყოფის და სიძულვილის გაღვივების ბრალდებით, რაც უკავშირდება - სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარებს.

დაკავებები უკავშირდება კომენტარებს, რომლებიც გამოქვეყნდა სროლის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ.

ბელარუსის ხელისუფლებამ გაავრცელა თავისი ვერსია, რომლის თანახმად, ზელცერმა, კომპიუტერული პროგრამების ამერიკულმა კომპანია EPAM Systems-მა Reuters-ის თანმშრომელმა, ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებმაც შეამტვრიეს მინსკში მისი ბინის კარი, რადგან ვარაუდობდნენ, იქ ტერორიზმთან დაკავშირებული პირები იმყოფებოდნენ.

ზოგიერთი კომენტატორი ბელარუსში ეჭვის ქვეშ აყენებს ვიდეოს ავთენტურობას და თვლის, რომ ის დადგმულია.
ბელარუსის ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეო ნამდვილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG