აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონოს საუბარი გამართეს ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის ბირთვული პროგრამის გარშემო და აღნიშნეს, რომ დაინტერესებული არიან ირანის ბირთვული გარიგების თაობაზე მოლაპარაკების განახლებით.
რუს კოლეგასთან საუბრის შესახებ ბლინკენმა 6 ოქტომბერს საფრანგეთში თავისი ვიზიტის დროს ილაპარაკა.
„ვფიქრობ, რომ აშშ-ი და რუსეთი დაინტერესებულნი არიან იმით, რომ მოხდეს ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმასთან JCPOA) ერთობლივი დაბრუნება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმება, რომელზეც ვაშინგტონმა უარი თქვა და 2018 წელს ირანის წინააღმდეგ განმეორებითი სანქციები დააწესა.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შეგვედარებინა ჩანაწერები იმის თაობაზე, თუ სად ვიმყოფებით აჰამად და საით ვაპირებთ სვლას“, - განცხადა ბლინკენმა ლავროვთან გამართული სატელფონო საუბრის შემდეგ.
ბლინკენის განცხადებამდე მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ სერგეი ლავროვი და მის აზერბაიჯანელი კოლეგა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, რომელიც „უახლოეს ხანებში“ იმედოვნებს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების განახლებას.
2015 წელს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით, მიმდინარე წელს ირანმა ვენაში მოლაპარაკებების 6 რაუნდი გამართა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან.
ამ ხელშეკრულებით, ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაგრამ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა. ირანმა ამის პასუხად დაიწყო ხელშეკრულების პირობების თანდათანობით დარღვევა, მათ შორის, ურანის უფრო მაღალი ხარისხით გამდიდრების გზით, რომელიც უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონესთან.