Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში ერთკვირიანი სამხედრო სწავლება დაიწყო


რუსეთის სამხედრო ბაზა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს
რუსეთის სამხედრო ბაზა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ბატალიონებმა სამხედრო სწავლება დაიწყეს. სატანკო ეკიპაჟები, საარტილერიო დანაყოფები და სხვადასხვა ბატალიონები ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე გავიდნენ. სწავლებები 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ ინფორმაციას დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სწავლების დროს სატანკო ეკიპაჟების, საარტილერიო დანაყოფების და სხვა ეკიპაჟების წვრთნები ტარდება საბრძოლო ცეცხლით", - აცხადებენ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში.

გვარდიის მეთაურის მოადგილის, რუსტამ ძაგოევის განმარტებით, წვრთნა ტარდება ცოდნის გაღრმავების მიზნით, სამხედრო უნარ-ჩვევების გაღრმავების და სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

„მეთაურთა მეთოდოლოგიური უნარები უმჯობესდება ქვედანაყოფთან საბრძოლო სწავლების ჩატარებისას. ჩვენ ასევე შეგვიძლია ადგილზე განვსაზღვროთ ადრე შესწავლილი მასალის ათვისების დონე", - განაცხადა ძაგოევმა.

ზამთრის სწავლების პერიოდში ასევე დაგეგმილია საველე გასვლები დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად.

ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო სწავლებები თითქმის ყოველკვირეულად ტარდება. თავის მხრივ, მეოთხე საოკუპაციო ბაზა ხან დამოუკიდებლად და ხანაც ოსურ დანაყოფებთან ატარებენ სამხედრო სწავლებებს.

6 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედრო დანაყოფები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. მაგალითად, გასულ თვეს კი ცხინვალიდან 4-ჯერ გავრცელდა ინფორმაცია სამხედრო სწავლებების შესახებ, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბაზის ჯარისკაცები სამხედრო პოლიგონზე სამჯერ გავიდნენ. სწავლებებში ჩართულია ყველა სახის სამხედრო დანაყოფი და მძიმე ტექნიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG