Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის არჩევნებში ლიდერობს მმართველი პარტია, მაგრამ არაა ნათელი, შექმნის თუ არა მთავრობას


ჩეხეთის მმართველი პარტია ANO-ს ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში.
ჩეხეთის მმართველი პარტია ANO-ს ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პოპულისტური პარტია ANO წინ არის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ არ არის ნათელი, შეძლებს თუ არა მილიარდერი ლიდერი კოალიციური მთავრობის შექმნას.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ CNN Prima News-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, ANO პირველ ადგილზე გადის ხმების 27,8%-ით. მას მოსდევს ორი ოპოზიციური კოალიცია, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ANO-ს დასამარცხებლად: მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია „ერთად“ (26,4%) და ლიბერალური ჯგუფი „მეკობრეები/მერები“ (15,0%).

კენჭისყრა განიხილება როგორც ტესტი პრემიერ-მინისტრ ბაბიშისთვის მაშინ, როცა პასუხგაუცემელია კითხვები მისი ბიზნესისა და ოფშორული ჰოლდინგების თაობაზე, ასევე მწვავედ აკრიტიკებენ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მისეულ პოლიტიკას.

ბაბიშის პარტნიორები მოქმედ მმართველ კოალიციაში - სოციალ-დემოკრატები და კომუნისტური პარტია - როგორც ჩანს, ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს.

ამან შესაძლოა ANO აიძულოს, ხელისუფლების შესანარჩუნებლად რადიკალ მემარჯვენე ნაციონალისტებთან შევიდეს კოალიციაში.

კიდევ ერთი შესაძლებლობაა ორი ძირითადი ოპოზიციური ბლოკის, მემარჯვენე ცენტრისტებისა და მემარცხენე ცენტრისტების კოალიცია, რომელიც, კენჭისყრის თანახმად, უმრავლესობას აგროვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG