ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს. კურცის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, გამოიყენა თუ არა მან სამთავრობო ფონდები მისთვის სასურველი გამოკითხვებისა და პუბლიკაციებისთვის.
კურცმა, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი გადაიბარებს კანცლერის ფუნქციებს.
გუშინ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, კურცისადმი ნდობის ვოტუმის საკითხი გაიტანონ პარლამენტის სხდომაზე მომავალ კვირაში.
ბრალდებები სერიოზული დარტყმაა 35 წლის კურცისთვის, რომელიც ევროპელ კონსერვატორთა ამომავალი ვარსკვლავია.
კურცი 2017 წლიდან იყო ხელისუფლების სათავეში.
8 ოქტომბერს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ერისადმი მიმართვაში თქვა, რომ კრიზისი ვერ შეარყევს ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს.
„ჩვენ გვაქვს მთავრობის კრიზისი და არა სახელმწიფოს კრიზისი, თქვა ვან დერ ბელენმა. „ჩვენი დემოკრატია მზად არის ყველა შესაძლო ვითარებისთვის, მათ შორის ამისთვის.“
დაწერეთ კომენტარი