Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


არჩევნები ერაყში (საარქივო ფოტო)
არჩევნები ერაყში (საარქივო ფოტო)

ერაყის საპარლამენტო არჩევნებზე დაიხურა საარჩევნო უბნები. არჩევნები დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა პასუხად სახალხო ამბოხზე, რაც კორუფციისა და ცუდი მმართველობის წინააღმდეგ არის მიმართული.

10 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაში ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი იყო. მიმომხილველთა თქმით, მოსახლეობას აღარ სჯერა ოფიციალური დაპირებების, რომ გატარდება რეფორმები.

არჩევნების შედეგები 48 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი, განაცხადა დამოუკიდებელმა უწყებამ, რომელიც ერაყში არჩევნებს მეთვალყურეობს.

3449 კანდიდატი პარლამენტის 329 ადგილისთვის იბრძვის.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ერაყში ხშირი იყო მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტების მოკვლის, გატაცებისა და დაშინების შემთხვევები.

ზოგნი ძალადობისთვის ბრალს სდებენ ირანის მომხრე შეიარაღებულ ჯგუფებს, რომელთაგან ბევრია წარმოდგენილი პარლამენტში.

არჩევნები მიიჩნევა დათმობად ახალგაზრდა ერაყელების მიმართ. ბევრი მათგანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში, რომლებმაც მოიცვა 2019 წელს დედაქალაქი ბაღდადი და ქვეყნის სამხრეთი. საპროტესტო გამოსვლები ხშირად იყო მიმართული ირანის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG