Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში გაიზარდა პოლონეთის გზით ბელარუსიდან შესული არალეგალური მიგრანტების ნაკადი


მიგრანტები პოლონეთის საზღვარზე. 1 სექტემბერი.
მიგრანტები პოლონეთის საზღვარზე. 1 სექტემბერი.

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აგვისტოს შემდეგ გერმანიაში პოლონეთის გზით ბელარუსიდან შესული არალეგალური მიგრანტების რაოდენობამ 4300-ს მიაღწია. ევროკავშირი მინსკს ბრალს სდებს, რომ ის ლტოლვილებს „იარაღად იყენებს“.

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ბელარუსის მარშრუტით“ ქვეყანაში შემოსული უსაბუთო მიგრანტების უდიდესი ნაწილი არის ერაყიდან, სირიიდან, იემენიდან და ირანიდან. მათ ძირითადად ათავსებენ ლტოლვილთა ცენტრებში გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, იტყობინება პოლიცია.

მსგავსი პრობლემები შეინიშნებოდა წელს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში - ლიეტუვაში, ლატვიასა და პოლონეთში.

ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ოფიციალური პირები ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბრალს სდებენ ლტოლვილთა ნაკადის ზრდაში. მათი თქმით, ესაა მინსკის პასუხი სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა ბელარუსს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის წინააღმდეგ მიღებული სასტიკი ზომების გამო.

ევროპის კომისიამ სექტემბერში წევრ ქვეყნებს მოუწოდა, განიხილონ ბელარუსისთვის უვიზო რეჟიმის ნაწილების შეჩერება.

XS
SM
MD
LG