Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და აზერბაიჯანი ბოლოდროინდელ დაძაბულობას "დიალოგის გზით" განმუხტავენ


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სატელეფონო საუბარი

აზერბაიჯანი და ირანი შეთანხმდნენ, თავიანთი დიპლომატიური კრიზისი დიალოგის გზით მოაგვარონ მათ საზღვართან სამხედრო წვრთნებისა და აზერბაიჯანში ისრაელის სამხედროების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე, რომელიც გასულ თვეში შეიქმნა.

დეესკალაციასთან დაკავშირებული ძალისხმევის შესახებ ორივე მხარემ 13 ოქტომბერს განაცხადა მას შემდეგ, რაც, მათი თქმით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა, ტელეფონით ისაუბრეს.

სექტემბერში ირანმა გააპროტესტა და დაუკონკრეტებელი მოქმედებებით დაიმუქრა, მისი მტკიცებით, მისი მოსისხლე მტრის, ისრაელის, ყოფნის გამო აზერბაიჯანში, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ისრაელის უპილოტო საფრენ მოწყობილობებს იყენებდა გასულ წელს სომხეთთან დაძაბულ ბრძოლაში მთიანი ყარაბაღის გამო.

ბაქო უარყოფს ისრაელის ყოფნას ქვეყანაში. შემდეგ ირანის სამხედრო ძალებმა ფართომასშტაბიანი წვრთნა გამართეს აზერბაიჯანის საზღვართან, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა დაძაბულობა.

სომხეთში გამავალ ირანული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დაწესებულმა საბაჟო გადასახადებმა ასევე იქონია გავლენა ურთიერთობებზე.

ბაქო უკვე დიდი ხანია აღშფოთებულია თეირანის მხრიდან სომხეთის მხარდაჭერით მის - ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე - "გაყინულ კონფლიქტში" აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანის კუთვნილი, სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისა და მეზობელი რაიონების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG