Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატო სტრატეგიას გადასინჯავს, ჩინეთის აღმასვლაზე მეტად კონცენტრირებისთვის


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Financial Times-ს უთხრა, რომ ალიანსის ყურადღების ცენტრში სამომავლოდ ჩინეთის მზარდი პოლიტიკური და სამხედრო შესაძლებლობები მოექცევა.

ჩინეთზე კონცენტრაცია ნატოსთვის ახალი მიმართულების დასაწყისს ნიშნავს და ემთხვევა პერიოდს, როცა ეს დასავლური ბლოკი უფრო ფართოდაც ცდილობს სტრატეგიის ორიენტირებას აზიის საკითხებზე.

"ამდენად, როცა საქმე ეხება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას, ეს ასევე მოიცავს იმ საკითხს, თუ როგორ უნდა მოვეკიდოთ ჩინეთის აღზევებას", - ეუბნება სტოლტენბერგი Financial Times-ს 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. "რაც შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, ისაა, რომ ჩინეთი გავლენას იქონიებს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეს უკვე ასეა", - დასძენს ნატოს გენერალური მდივანი.

ტრადიციულად, ნატოს ყურადღების ცენტრში იყო რუსეთის მოგერიება, და, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორიზმთან დაპირისპირება. მაგრამ ახლა, როცა ალიანსმა დაასრულა ავღანეთში 20-წლიანი მისია, სტოლტენბერგი ამბობს, რომ მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო ჩინეთის გეოპოლიტიკური წონის ზრდით უსაფრთხოების სფეროში გაჩენილი საკითხებისადმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG