Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოიდ ოსტინი: ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე ილაპარაკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე „ჩემი ეს ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარებაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი და, რა თქმა უნდა - საერთო ღირებულებები. ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. ვიმეორებ, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღიარებს ჩვენი პარტნიორობის უზარმაზარ ღირებულებას. საქართველომ წვლილი შეიტანა როგორც ერაყის, ასევე ავღანეთის მისიებში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს [საქართველოს] მიერ შესრულებულ ძალიან მნიშვნელოვან როლს - ჩვენს დახმარებაში და მხარდამხარ მუშაობაში. მე ვმსახურობდი მათთან [ქართველ სამხედროებთან] ერთად როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი საოცარი ჯარისკაცები არიან. საქართველოს აქვს სრული უფლება იამაყოს თავისი წვლილითა და შემდგომი მოქმედებებით“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG