Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში მომხდარ მკვლელობაზე 1 პირი დააკავეს


სოფელ გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

სოფელ გურჯაანში მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლ-ქმარი დაჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე მძიმე დაზიანებებით გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს - გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG