Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 11-წლიანი პატიმრობა


ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ 12 ოქტომბერს მხარი დაუჭირა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას და საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ძალაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის წინააღმდეგ პირველადი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ზამირ ჯოოშევის თქმით, ეს მოხდა 12 ოქტომბერს.

პატიმრობასთან ერთად კორუფციისათვის მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ მიუსაჯა ქონების კონფისკაცია და ჩამოართვა სახელმწიფო ჯილდოები.

პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის ითხოვდა 15-წლიან პატიმრობას. 63 წლის ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს სამართალდარღვევას.

ატამბაევის მიერ 2013 წელს შეწყალებული კრიმინალური ავტორიტეტი აზიზ ბატუკაევი ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუყოვნებლად გაემგზავრა რუსეთში. სამშობლოში იგი მსჯავრდებული იყო ყირგიზი დეპუტატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობაში.

ატამბაევი 2019 წლის 9 აგვისტოს დააკავეს დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მდებარე კოი-ტაშის დასახლებაში მის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის ერთდღიანი დაპირისპირების შემდეგ. შეტაკების დროს დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, 79 - დაიჭრა. მთლიანობაში დაშავდა 170 კაცი.

ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელშიც ატამბაევის გარდა ფიგურირებს 13 ბრალდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG