გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მოწოდებას, ნებისმიერ ეთერში დებატების გამართვის შესახებ, უარყოფითად პასუხობს მმართველი პარტიის კანდიდატი კახა კალაძე.
„მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი,"- განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?" - აღნიშნავს კალაძე.
კალაძის განმარტებით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.
საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის ასარჩევად მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.