Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძის თქმით, ლატარიამ ვაქცინაციის პროცესს დიდი სტიმული ვერ მისცა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

"გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი სტიმული მისცა, ნამდვილად - არა... [ახალი კამპანიები] ძირითადად განკუთვნილი იქნება სოფლის მოსახლეობაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალ წამახალისებელ ღონისძიებებზე", - თქვა გამყრელიძემ.

ამ საკითხზე მას ჟურნალისტებმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს - მაშინ, როცა 2,8 მილიონია ლატარიისთვის გამოყოფილი, საიდანაც 800 ათასი უკვე დაიხარჯა, მისი აზრით, რამდენად ეფექტიანია ამ პროექტის გაგრძელება. გამყრელიძემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

"მე როგორც ვფიქრობ, ამას ტელევიზორში არ ვლაპარაკობ, ამას ვლაპარაკობ საკოორდინაციო საბჭოზე".

გათამაშება 14 სექტემბერს ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად დაიწყო. 20 ოქტომბრამდე სულ 6005-მა პირმა მოიგო, ჯამში 940 ათასი ლარი. მას შემდეგ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მუდმივად მცირდება. მაგალითად, 14 სექტემბერს აიცრა 24 941 ადამიანი, 19 ოქტომბერს კი - 5 543.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG