Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოიდ ოსტინი რუმინეთში შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს განიხილავს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, რომელიც შავი ზღვის ქვეყნებში მართავს ტურნეს, 20 ოქტომბერს რუმინეთს ესტუმრა, სადაც შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისსა და თავდაცვის მინისტრ ნიკოლაე ჩიუკეს.

როგორც უკრაინაში ყოფნისას, რუმინეთში შეხვედრების დროსაც ლოიდ ოსტინი ყურადღებას გაამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რომელიც ნატოს ალიანსის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ყირიმის ანექსიისა და შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული მილიტარისტული ქმედებების ფონზე.

წინა დღით კიევში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებასა და კონფლიქტის გაგრძელებაზე.

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი უშლის ხელს მის მოგვარებას“, თქვა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლოიდ ოსტინი რუმინეთში ოთხშაბათს ოფიციალური შეხვედრების გარდა მოინახულებს ასევე კონსტანცაში მდებარე მიხაილ კოგელნიჩაუს სახელობის სამხედრო-საავიაციო ბაზას, რომელსაც აშშ 2014 წლიდან იყენებს ავღანეთში მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფრენებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG