Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის გზატკეცილზე ნიკა მელიას ბილბორდი დააზიანებულია


კახეთის გზატკეცილზე, ორხევში მისასვლელ ხიდზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ბილბორდი დაზიანებულია. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დგება.

მელიას არჩევნების პირველი ტურისთვის ბილბორდები არ ჰქონია დაქირავებული. რეკლამის ეს საშუალება მან მხოლოდ მეორე ტურის წინ გამოიყენა.

თბილისსა და საქართველოს 19 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს იმართება. თბილისში ნიკა მელიას კონკურენტი მოქმედი მერი და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG