Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 40 პაციენტი. 2507​-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 960 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4455 შემთხვევა.

22 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8,32%,
  • ბოლო 14 დღის - 8,89%,
  • ბოლო 7 დღის - 8,99%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 966 საიდანაც:

  • 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 201, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 264.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 427 პირი, მათ შორის, თბილისში - 509, აჭარაში - 122, იმერეთში - 455. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 684 337 შემთხვევა. მათგან 624 688 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9657 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG