Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა რიაზანის ოლქში დენთის საამქროში მომხდარი აფეთქების შედეგად


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა რიაზანის ოლქში მდებარე სინთეტიკური ბოჭკოს ქარხნის დენთის საამქროში მომხდარი აფეთქების შედეგად. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას იღებს 170 ადამიანზე მეტი და 50 ერთეული ტექნიკა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, „მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“.
რიაზანში მდებარე ქარხანაში მომხდარი ხანძრის მიზეზად სახელდება ტექნოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG