Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის მოკავშირე სობოლი პუტინის რეჟიმთან ბრძოლას გააგრძელებს, მაგრამ თავს უსაფრთხოდ რუსეთის დატოვების შემდეგაც არ გრძნობს


ლიუბოვ სობოლი
ლიუბოვ სობოლი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ლიუბოვ სობოლი ამბობს, რომ „მთლიანად უსაფრთხოდ“ თავს რუსეთიდან ამასწინანდელი გაქცევის შემდეგაც არ გრძნობს, მაგრამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს ბრძოლა ვლადიმირ პუტინის „დამნაშავეობრივ“ რეჟიმსა და ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან ქვეყანაში.

რადიო თავისუფლების ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთვის“ მიცემულ ონლაინინტერვიუში ის არ ამხელს თავის ადგილსამყოფელს.

სობოლი, რომელიც ალექსი ნავალნის ახლო მოკავშირე და თანაგუნდელია, რუსეთიდან გაიქცა აგვისტოში მას მერე, რაც ის პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. ამის ფონი იყო რეპრესიები საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერის და კორუფციასთან ბრძოლის კამპანიის ინიციატორის მომხრე პირების და ორგანიზაციების წინააღმდეგ.

გასულ თვეში მედია იტყობინებოდა, რომ 34 წლის ადვოკატი, სობოლი, რომელზეც რუსეთში ძებნა გამოცხადდა, მეზობელ ესტონეთში იმყოფება. შეკითხვაზე უსაფრთხოების გამო მისი შესაძლო შეშფოთების შესახებ, სობოლმა განაცხადა, ის „უფრო სახიფათოდან“ წავიდა „ცოტა ნაკლებად სახიფათო“ ადგილას. „ვგრძნობ თუ არა თავს უსაფრთხოდ? რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, რომ თავს მთლიანად უსაფრთხოდ ვერავინ იგრძნობს, ვინც ებრძვის პუტინის დამნაშავეობრივ რეჟიმს“, - თქვა სობოლმა ინტერვიუში.

„საკვანძო საკითხი ისაა, გავაგრძელებ თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას, კორუფციასთან ბრძოლას, სიმართლის თქმას და დავრჩები თუ არა უბრალო ხალხის „ხმად“ - და მე ამ ყველაფერს გავაგრძელებ“, - დასძინა სობოლმა.

XS
SM
MD
LG