Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის მთავრობა საგანებო ზომების მიღებას აპირებს გაზის დეფიციტის გამო


მოლდოვის მთავრობა საგანგებო ზომების გამოცხადებისთვის ემზადება ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტთან ერთად იმის გამოც, რომ რუსეთის მომწოდებლის, გაზპრომის, ალტერნატივა არ არსებობს.

გაზპრომმა, გაზის ამ უმსხვილესმა მონოპოლისტმა, მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება მოლდოვაში, ევროპის ენერგეტიკაში მზარდი კრიზისის ფონზე.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ, განაცხადა, რომ რესპუბლიკის მილსადენებში წნევა კრიტიკულად დაეცა. ამან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მილსადენი ქსელის ტექნიკურ მდგომარეობას, განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

2,6 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანა, რომელიც რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს, სავარაუდოდ, სასწრაფო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ევროპის კავშირის მომწოდებლებისგან.

გაზპრომთან მოლდოვის ხანგრძლივ კონტრაქტს ვადა ეწურება. რუსეთის კონცერნმა კიშინიოვისგან გადასახადი მოითხოვა, რომელიც ორჯერ აღემატება იმას, რაც კონტრაქტის პირობებითაა გათვალისწინებული.

ამჟამად კომპანიებს -მოლდოვა-გაზსა და გაზპრომს - შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის მიუხედავად, პრემიერ-მინიტრმა გავრილიცამ უსაყვედურა გაზის ეროვნულ კომპანიას იმის შესახებ, რომ მას უნარი არ შესწევს, შეინარჩუნოს წნევა რესპუბლიკის მილსადენებში.

ბრიუსელში გადაწყვიტეს, მხარი დაუჭირონ მოლდოვას. ევროპის კავშირი განიხილავს მოლდოვაში გაზის შექცევადი მიწოდების შესაძლებლობას რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და უკრაინიდან.

XS
SM
MD
LG