Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდა


საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო, თავის ყოფილ თანაპარტიელს - საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში შეხვდა. მან მედიასთან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა.

"რაზე ვილაპარაკეთ პრეზიდენტთან, ამაზე, სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან ვერ ვისაუბრებ, თქვენთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია. ყველა პარტიის წევრობაზე თუ საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც პოლიტიკას ეძახიან საქართველოში, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული", - თქვა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. მაშინ ის პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად ამბობდა, რომ გადაწყვეტილებები "პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე" მიიღებოდა. ვაშაძე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორც ადვოკატები ამბობენ, დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან ამ დრომდე შიმშილობს. მისი მდგომარეობა კი მძიმდება. მას ორ საქმეზე აქვს პატიმრობა მისჯილი.

XS
SM
MD
LG