Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი უარყოფს ქვეყანაში აშშ-ის ახალი ბაზის განთავსების იდეას


ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა უარყო ქვეყანაში აშშ-ის ბაზის განთავსების იდეა და თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი ყირგიზეთს "კატა-თაგვობანის" თამაშის პოზიციაში ჩააყენებს ვაშინგტონსა და რუსეთთან მისი ურთიერთობების თვალსაზრისით.

ჯაფაროვი ამ განცხადებით გამოვიდა 23 ოქტომბერს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელზეც პასუხები გასცა სახელმწიფო და კერძო მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ბლოგერების შეკითხვებს. კითხვას, რომელიც ეხებოდა შვიდი წლის განმავლობაში პირველად ყირგიზეთში აშშ-ის ბაზის აღდგენას, ჯაფაროვმა უპასუხა, რომ ჩუის რეგიონში უკვე მოქმედებს რუსეთის ბაზა. "ჩვენთვის ერთი უცხოური ბაზაც საკმარისი იქნება", - თქვა ჯაფაროვმა და დასძინა: "არ გვინდა, კატა-თაგვობანა ვითამაშოთ გავლენიან ქვეყნებთან, ჩვენს ტერიტორიაზე ორი ბაზის განთავსების გზით".

2001 წლის დეკემბერში ბიშკეკის მანასის აეროპორტში გაიხსნა აშშ-ის საჰაერო ბაზა, რომლის მიზანი იყო ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ძალების და კონტრტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერა. მაგრამ ბაზაზე აშშ-ის ოპერაციები შეწყდა 2014 წელს, როცა ყირგიზეთის პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ვაშინგტონი ობიექტიდან უნდა გასულიყო. ამ ნაბიჯს განიხილავდნენ ბიშკეკის მხრიდან რუსეთისთვის გაკეთებულ ჟესტად.

XS
SM
MD
LG