Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება


ბათუმში, კოლონადებთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სიტყვით გამოსვლები უკვე დაიწყეს პარტიის ლიდერებმა.

"ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნება" ოპოზიციაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმმა ბიძინა ივანიშვილს, ნიჰილიზმსა და უიმედობას უთხრა უარი... მთავარ გამარჯვებამდე ჩვენ ერთი კვირა გვაშორებს და კოალიციური მერია და მრავალპარტიული უმრავლესობა საკრებულოში, ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება თითოეული თქვენგანის ჩართულობით", - თქვა სიტყვით გამოსვლის დროს პარტიის ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ.

აქციის გამომსვლელებს სიტყვით მიმართა ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ.

"დღეს აქ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არის შეკრებილი, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანი ტელევიზიით გვადევნებს თვალს - მადლობა მათ. მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ტელევიზიით გვადევნებს თვალს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ჩვენი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად თანაგვიგრძნობს ჩვენ და რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენი მხარდაჭერა. მოგესალმები, ბატონო მიშა!" - მიმართა ბათუმის მერობის კანდიდატმა პარტიის ლიდერს.

30 ოქტომბერს, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს 19 ქალაქში, მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი კირთაძე (41,97%) და "ქართული ოცნების" კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი (41,08%) მონაწილეობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG