Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კლუბმა „შავმა ლომმა“ რუსეთში მოუგო „ლოკომოტივს“


რაგბის პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა - „შავმა ლომმა” ევროპის სუპერთასის გათამაშებაში მეორე თამაში ჩაატარა და ისევ პრემიალური ქულით მოიგო. საქართველოს ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი პენზაში ესტუმრა „ლოკომოტივს“ და საკმაოდ ადვილად აჯობა, ანგარიშით 27:11. ლელოები გაიტანეს გიორგი ბაბუნაშვილმა, დავით გიგაურმა, შალვა მამუკაშვილმა და გიორგი ხუროშვილმა.

ორი ტურის შემდეგ, „შავმა ლომმა“ ათი ქულა დააგროვა. ამდენივე აქვს რუსეთის „ენისეისაც“, რომელსაც ქართველი მორაგბეები 30 ოქტომბერს, მესამე ტურში, სოჭში დაუპირისპირდებიან. ჯგუფის დარჩენილი სამი ტურის შეხვედრები კი დეკემბერში შედგება.

XS
SM
MD
LG