Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ორბანმა და ოპოზიციამ აქციებით გახსნეს წინასაარჩევნო კამპანია


ბუდაპეშტი, 23 ოქტომბერი, 2021 წ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ოპოზიციის ერთიანმა ლიდერმა, პეტერ მარკი-ზაიმ 23 ოქტომბერს ბუდაპეშტში თავ-თავიანთი აქციები გამართეს, თითქმის ექვს თვეში დანიშნული არჩევნების წინ.

პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად ათასობით მოქალაქე გავიდა, რათა მოესმინა პრემიერის სიტყვა, რომელიც ეძღვნებოდა ქვეყანაში 1956 წელს მომხდარ ამბოხს საბჭოეთის დომინაციის წინააღმდეგ.

ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ აქციაზე 400,000-მდე ადამიანს ელოდნენ.

პარალელურად, ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა მარკი-ზაის მხარდასაჭერ აქციაში.

49 წლის კონსერვატორმა მერმა, მარკი-ზაიმ 17 ოქტომბერს გაიმარჯვა ოპოზიციის პრაიმერისში და არჩევნებზე ის იქნება ექვსი პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელი. არჩევნები, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.

ორბანმა და მისმა ნაციონალისტური ორიენტაციის პარტია ფიდესმა 2010 წლის შემდეგ სამ არჩევნებში გაიმარჯვეს დიდი უპირატესობით, თუმცა ახლა გამოკითხვები მოწმობს, რომ ოპოზიციური ალიანსი ფიდესთან ახლოს არის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნები ყველაზე კონკურენტული იქნება მას შემდეგ, რაც 2006 წელს ორბანმა მარცხი განიცადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG