Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები


უზბეკეთში 24 ოქტომბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედ პრეზიდენტს, შავკატ მირზოევს არ დაპირისპირებია რეალური ოპოზიცია და ის, გავრცელებული მოლოდინით, არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.

მირზოევს უპირისპირდებოდა ოთხი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომლებიც დიდწილად ხელისუფლებას უჭერენ მხარს. სამ ოპოზიციურ პარტიას არ მიეცა რეგისტრაციის უფლება, კენჭისყრაზე თავ-თავიანი კანდიდატების დასახელებისთვის.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია უზბეკეთისთვის, სადაც 35 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ამომრჩევლის აქტივობამ 70 პროცენტს გადააჭარბა. წინასწარი შედეგები 25 ოქტომბერს გამოცხადდება.

პირველი ვადის ამოწურვისას მირზოევს სირთულეები შეექმნა იმ აღქმასთან დაპირისპირებაში, რომ მისი მთავრობა ბევრი თვალსაზრისით იმეორებს მისი ვეტერანი წინამორბედის, ისლამ ქარიმოვის ავტორიტარულ მართვას. მირზოევმა შუა აზიის ეს ქვეყანა გახსნა უცხოური ინვესტიციებისთვის, გააუმჯობესა უზბეკეთის ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, შეამსუბუქა ქარიმოვის პერიოდის დროს შემოღებული შეზღუდვები რელიგიის თავისუფლებაზე და ათობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. მაგრამ, მისი წინამორბედის მსგავსად, მირზოევი ფაქტობრივად შეუზღუდავ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს უზბეკეთში და მის ნათესავებს ადანაშაულებენ ამ ძალაუფლების გამოყენებაში სიმდიდრის დაგროვების მიზნით.

მირზოევის ადრეული მიღწევების ნაწილს ჩრდილი მიაყენა COVID-19-ის პანდემიამაც.

XS
SM
MD
LG